20 აპრილი 2024,   01:43
ვრცლად
"პრეზიდენტმა მომწერა, რომ მე აქ მოვსულიყავი მისი სახელით და სოლიდარობა გამომეთქვა" - ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის წინ იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს აფასებს, როდესაც სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის უფლება არ მისცეს.

ჩიხრაძის თქმით, სამართალდამცავებმა კანონი დაარღვიეს და მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვის უფლება არ მისცეს.

„პრეზიდენტმა მომწერა, რომ მე აქ მოვსულიყავი მისი სახელით და სოლიდარობა გამომეთქვა ბატონი ზაზა სარალიძისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დღეს აქ არის,“ - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

პრეზიდენტის მრჩეველი თბილისის მერიის წერილს აკრიტიკებს, სადაც აღნიშნული იყო, რომ საახალწლო დეკორაციების გამო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ შვილმოკლულ მამებს.

პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის, რომლებმაც კარვების წაღება სცადეს.

აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ ზაზა სარალიძეც შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს.

დღის ამბები