17 აპრილი 2024,   03:28
ვრცლად
ელისო კილაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დარბევას საპატრულო პოლიციის უფროსი, თემურ კუპატაძე, ხელმძღვანელობდა

ელისო კილაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე განხორციელებულ დარბევაში პირადად მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის უფროსი, თემურ კუპატაძე. მისივე თქმით, იყვნენ ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

„ელენე ხოშტარიას სცემდნენ, ცდილობდნენ, რომ გამოეყვანათ იქ. ზაზა სარალიძის დედა გადათელეს, გადაუარეს პირდაპირ, ძირს დააგდეს. კრიმინალური პოლიცია იყო, სახელებიც და გვარებიც ვიცი. ყველას სახე გადაღებული მაქვს. ისინი ჯერ აქციის მონაწილეებს სცემდნენ. მერე მთელი აგრესია წავიდა ზაზას დედის წინააღმდეგ. ის წააქციეს პირდაპირ და გადაუარეს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ. 

ქრონიკა+-ის რედაქტორი აცხადებს, რომ ხელისუფლება აგებს ამ არჩევნებს და ის აგონიაშია.

ელისო კილაძის თქმით, სიმბოლურია, როცა კანონის მიხედვით არჩევნები უნდა დაინიშნოს 25 ნოემბერს ან 2 დეკემბერს, ემთხვევა თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეს და დათუნა სარალიძის მკვლელობის დღეს. 

მისივე თქმით ორშაბათს გაიმართება საპროტესტო აქცია ქართული ოცნების ოფისთან. 

დღის ამბები