18 აპრილი 2024,   08:45
ვრცლად
„2018 წლის 10 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა თავისი ყოფა" - ზაალ უდუმაშვილი

"ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ძალიან რთულია იმის ყურება, რაც მედიის მეორე მხარეს ხდება," - ამის შესახებ განცხადება ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირიდან გააკეთა.

ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ სახელისუფლებო არხებზე არ შუქდება ის პროცესები, რომელიც ახლა აქციაზე მიმდინარეობს.

რაც შეეხება მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ შეფასება, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ დღეს განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს.

„2018 წლის 10 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ დაასრულა თავისი ყოფა. ის, რაც გველოდება არჩევნების მეორე ტურში, ეს არის მხოლოდ ფორმალობა, რომელიც უნდა გააფორმოს მოსახლეობამ. დღეს ქართულმა ოცნებამ დაასრულა თავის არსებობა ამ დღით,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლება. 

დღის ამბები