14 ნოემბერი 2018,   22:42
ვრცლად
"არსებობს ზღვარი - გირჩევთ ნუ გადახვალთ ამ ზღვარს, ნუ აძლევთ პოლიციას დანაშაულებრივი ბრძანებებს" - პოლიციის გენერალ-მაიორის განცხადება

"მივმართავ შს სამინისტროს ხელმძღვანელობას - ნუ აძლევთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას ისეთ ბრძანებებს, რომლებიც არათუ უკანონო და დანაშაულებრივია," -ამ განცხადებას სამართალდამცველთა ლიგის ხელმძღვანელი, პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა ავრცელებს.

"ეს ბრძანებები წინააღმდეგობაშია ყველა მორალურ კატეგორიასთან. ამ ბრძანებების შესრულება აზარალებს როგორც პოლიციის იმიჯს, ასევე პოლიციის ოფიცრების კარიერულ წინსვლას.

"ამავე დროს, მე მაინც მჯერა შს სამინისტროს პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმის, მჯერა, რომ იმოქმედებენ მხოლოდ კანონის ფარგლებში.

"პირადად მე მიმაჩნია, რომ ის რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ხდება, არის ღია ბრძოლა შვილმოკლული მამის - ზაზა სარალიძის მიმართ. ჩვენ გადავიტანეთ და დღესაც ვიტანთ უკანონო დევნას, შევიწროებას, აკრძალვებს და კრიმინალის რევანშს - ნებადართულს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ამ განუკითხაობის აღკვეთაზე და სამართლის აღსრულებაზე კი არ ზრუნავს, არამედ შვილმოკლული მამის დევნით არის დაკავებული.

"არსებობს ზღვარი - გირჩევთ, ნუ გადახვალთ ამ ზღვარს!" - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები