19 აპრილი 2024,   12:08
ვრცლად
„არ დავივიწყებთ არასოდეს, თუ რა უსამართლობა შეხვდა ბატონ სარალიძეს" - არასამთავრობოებმა ღამე პარლამენის შენობასთან გაათენეს

პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ რუსთაველის გამზირზე კარვები დატოვეს.

სამოქალაქო სექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს ჰქონდეს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, შვილმოკლულ მამებს, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სახელმწიფო უსამართლოდ მოექცა, რადგან მათ კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ. 

„არ დავივიწყებთ არასოდეს იმას, თუ რა უსამართლობა შეხვდა ბატონ სარალიძეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა არ დაივიწყონ ეს ფაქტი და ხელისუფლებას მოვთხოვთ, რომ გამოიძიონ ზაზა სარალიძის საქმე,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე, კვლავ იგეგმება ფართომასშტაბიანი აქცია. სარალიძე და მაჩალიკაშვილი მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები