25 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები მიმდინარეობს. აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებმა მოსახლეობამ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ე.წ. ლიდერები და დეპუტატები უნდა აირჩიონ.

პრორუსული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები მოსკოვის დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

უკრაინის ხელისუფლება მიმდინარე პროცესს ფსევდოარჩევნებს უწოდებს და რუსეთს სანქციების გაფართოებით ემუქრება. პეტრო პოროშენკომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას პროცესის ბოიკოტისკენ მოუწოდა და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ფსევდოარჩევნების საკითხი განსახილველად ევროკავშირის მინისტერიალის, ეუთოს საბჭოს და გაეროს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომების დღის წესრიგში შეიტანეს.

დღის ამბები