პოლიციამ სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევის სავარაუდო დამნაშავე დააკავა.
ეჭვმიტანილი ადგილობრივი მკვიდრი, ეთნიკური აზერბაიჯანელია.
დამნაშავის გამოვლენა სკოლიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერის მეშვეობით მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ კასრისწყალის საკარო სკოლაში დარბეულია სკოლისა და ამავე შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღის ინვენტარი, მათ შორის საარქივო მასალები.
განადგურებულია სამზარეულო და მოპარულია სკოლის კუთვნილი დაჭრილი შეშის ნაწილი.
მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.