20 აპრილი 2024,   07:09
ვრცლად
"მე ვიცავ თავისუფლებას" - კახეთში "ქართული ოცნების" წევრებმა და მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ  აქცია გამართეს

"მე ვიცავ თავისუფლებას"- ამ სახელწოდებით თელავის დრამატულ თეატრში "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა, რომელთა შორის ძირითადად საჯარო მოხელეები იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გააკრიტიკეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ დაუშვებენ "ნაციონალური მოძრაობა" ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

შეკრებილ აქტივისტთა ნაწილი გამოსვლებს თეატრის გარეთ დამონტაჟებული მონიტორიდან ადევნებდა თვალს. მსგავსი აქციების გამართვას "ქართული ოცნება" სხვა რეგიონებში გეგმავს.

დღის ამბები