25 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
მუმიფიცირებული კატები ხოჭოები - ეგვიპტეში მეხუთე დინასტიის ფარაონების სამარხებს მიაკვლიეს

არქეოლოგიური აღმოჩენა ეგვიპტეში - საჰარას რეგიონში სპეციალისტებმა მეხუთე დინასტიის ფარაონების სამარხებს მიაკვლიეს. დღემდე უცნობი 7 სამარხის შესწავლისას არქეოლოგებმა მუმიფიცირებული კატები იპოვეს, ასევე შინაური ცხოველების ხის მოოქროვილი ქანდაკებები და კატების ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება.

ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილია ორი სარკოფაგი, სადაც მოთავსებული იყო ხოჭოების მუმიები, რომლებსაც ძველ ეგვიპტეში ამულეტებად იყენებდნენ. ეგვიპტოლოგები ხოჭოების მუმიებს უნიკალურ ქმნილებად აფასებენ.

აღმოჩენა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500-2350 წლებით თარიღდება. 

 

ფოტო - REUTERS. 

დღის ამბები