15 დეკემბერი 2018,   07:23
ვრცლად
ილტოს ხეობის სოფლები იცლება - მოსახლეობა გზას და სასმელ წყალს ითხოვს

კახეთში, ილტოს ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა პრობლემებზე საუბრობს.  ადგილობრივები მთავარ პრობლემად სამანქანო გზისა და სასმელი წყლის არ არსებობას ასახელებენ. მაღალმთიან სოფელში არ არის მაღაზია, აფთიაქი და მედპუნქტიც. ამ მიზეზით ილტოს ხეობის სოფლები ნელ-ნელა იცლება.

ილტოს ხეობის სოფელ ბუხრებში სულ სამი ოჯახი ცხოვრობს. 65 წლის მარგალიტა ხადილაშვილი ერთ-ერთია, რომელსაც სახლამდე მისასვლელად 8 კილომეტრის გავლა ხშირად ფეხით უწევს.​​

ბუხრებში მაცხოვრებლები გადარჩენისთვის აუცილებელი პირობების შექმნას ითხოვენ. ხშირად იქ დასალევი წყალიც კი არ აქვთ.

ილტოს ხეობაში 8 სოფელია და მხოლოდ ორს აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი. შახვეტილას მოსახლეობა კი იმ შეღავათებითაც ვერ სარგებლობს,რომელიც ამ სტატუსის მქონე სოფლებს აქვთ. შახვეტილაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. მაღალმთიან სოფელში არ არის არც მაღაზია, არც აფთიაქი და არც მედპუნქტი. ავადმყოფობის დროს ადგილობრივები ერთმანეთს თავად ეხმარებიან.

მოსახლეობამ პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა. ახმეტის მერიაში ამბობენ,რომ თანხები 2019 წელს მხოლოდ გზის დასაგებად არის გამოყოფილი.

ავტორი:ია გულიაშვილი.

დღის ამბები