25 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
დენის საფასური უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი გახდა

უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოხუც ცოლ-ქმარს, ნატალი პრატასოვასა და ბორის მაზურს სოციალური დახმარება მოუხსნეს. მათი განმარტებით, სოციალური დახმარების მოხსნა ოჯახს იმ მიზეზით განუმარტეს, რომ სამი თვის განმავლობაში 100 ლარამდე ელეტროენერგიის საფასური გადაიხადეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ოჯახმა დახმარების აღდგენის მორიგი მოთხოვნა ოჯახმა ცოტა ხნის წინ შეიტანა და ახლა პასუხს ელის.

72 წლის ბორის მაზური „კურიერს“ უყვება, რომ 2 ოპერაცია სჭირდება, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემამდე ოჯახს ყოველდღიური საკვების პრობლემა აქვს გადასაწყვეტი.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები