19 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
რუსეთი მტერია! - ქართველი გენერალ-ლეიტენატის პასუხი მმართველი პარტიის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს და ხელისუფლების ბრალდებები 

საფრთხეზე, რომ 2008 წლის ომში საქართველოს დასაცავად მებრძოლი ჯარისკაცები მათი გმირობის დაფასების ნაცვლად, შესაძლოა, ჰააგის სასამართლოში განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება.

ის ხელისუფლებამ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა, თუმცა გენერალ-ლეიტენანტმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო არა პოლიტიკური, არამედ სწორედაც რომ სამხედრო პირის განცხადება, რომელსაც არ უნდა ისეთი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც თვითონვე დაადანაშაულებს საკუთარ ჯარისკაცებს საომარი მოქმედებების დაწყებაში.

დევი ჭანკოტაძე დეტალურად იხსენებს 2008 წლის ომს. ის მაშინ საარტილერიო ბრიგადას მეთაურობდა. ქრონოლოგიაც კარგად ახსოვს და ისიც, თუ როგორ შემოვიდა როკის გვირაბში რუსული ჯარი.

გენერლის თქმით, რუსეთმა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო ომისთვის მზადება. კონკრეტული ამოცანები და გეგმა ჰქონდათ, მათ შორის საქართველოს სრული ოკუპაცია.

გენერლის საჯარო გამოსვლა, საჯარო პანიკის საფუძველი გახდა მთავრობისთვის. ჯერ თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ეს ადამიანები სამხედრო სამსახურში აღარ არიან და ფორმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. კახა კალაძემ გენერლის საქციელს სამარცხვინო უწოდა, რამდენიმე ვეტერანი სამხედროც გამოჩნდა კრიტიკული განცხადებებით. ბოლოს საკანონმდებლო დონეზე ფორმით პოლიტიკური განცხადების აკრძალვაზეც დაიწყეს მსჯელობა. 

სანამ მთვარობა დევი ჭანკოტაძის სიტყვებში პოლიტიკურ სარჩულს ეძებდა, მცოცავი ოკუპაცია გაგრძელდა. უმაღლესი მთავარსარდლის ომის დაწყებაში ბრალმდებელმა, საოკუპაციო ხაზი ჯერ საზღვრად მოიხსენია, შემდეგ გენერლის განცხადება უპასუხოდ დატოვა.

ვინ არის რუსეთი, დევი ჭანკოტაძეს ერთი პასუხი აქვს. მისი თქმით, რუსეთი მტერია.  დევი ჭაკოტაძემ 2012 წელს დატოვა სამსახური და ბოლო ჯილდო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადასცა.

დღის ამბები