20 აპრილი 2024,   04:04
ვრცლად
ხელისუფლებისა და ზურაბიშვილის განცხადებები აგვისტოს ომზე - ჰააგის სასამართლომ შესაძლოა ქართველი მებრძოლები ბრალდებულად სცნოს

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებას აგრძელებს. ორგანიზაცია „საერთაშორისო სამართლიანობის“ ხელმძღვანელმა სკანდალური განცხადება გააკეთა.

ნიკა ჯეირანაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების და სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამო, ქართველი სამხედროები, გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრი, პოლიტიკური ლიდერები ან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, ჰააგის სისხლის სამართლის განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ.   

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო არაერთხელ დაადანაშაულა.

ომის დაწყებაში მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოფილი ხელისუფლების ლიდერებს ადანაშაულებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„ჩნდება ეჭვები, რომ შესაძლოა, მოქმედ ხელისუფლებას სურდეს იხილოს ბრალდებულის სკამზე ნებისმიერი ის პირი, რომელიც 2008 წლის ომის პერიოდში მონაწილეობდა, შეიძლება ეს იყოს ყოფილი პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, რიგითი ოფიცერი,“- განაცხადა ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორმა, გიორგი ჩიტიძემ.

უშუალოდ ჰააგაში საქართველოს ინტერესების დასაცავად ერთადერთი ადამიანი მუშაობს, ის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია. სახელმწიფოს თავისი წარმომადგენელი იქ არ ჰყავს.

 

დღის ამბები