24 აპრილი 2024,   07:43
ვრცლად
ლიდერთა სადილი პარიზში - ტრამპმა, მაკრონმა, პუტინმა და მერკელმა გლობალური საკითხები განიხილეს

პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ლიდერთა სადილი გაიმართა. დონალდ ტრამპმა, ემანუელ მაკრონმა, ვალდიმერ პუტინმა და ანგელა მერკელმა გლობალური საკითხები განიხილეს.

ლიდერებმა ბირთვულ შეთანხმებებზე, სირიაზე ჩრდილოეთ კორეაზე, საუდის არაბეთსა და სანქციებზე ისაუბრეს.

სადილზე გეგმის მიხედვით რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები გვერდიგვერდ უნდა მსხდარიყვნენ, მაგრამ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით გეგმა ბოლო წუთს შეიცვალა და ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი მაგიდაზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.

ორსაათიანი სადილის შემდეგ პუტინმაც და ტრამპმაც კომენტარი გააკეთეს და განაცხადეს რომ საუბარი პროდუქტიული იყო.

დღის ამბები