სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრაზე იმყოფება - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს.
მისი მტკიცებით, სუს-ის ხელმძღვანელი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ხვდება და დავალებებს აძლევს. აჭარის მთავრობის სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან შეკრებილი.
დეპუტატები შენობაში შეშვებას და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ. ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან კითხვები აქვს.