25 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
მოვითხოვთ გოგაშვილის დასჯას, ის არის უშუალოდ ერთ-ერთი მოქმედი პირი ე.წ. ციანიდის საქმეში - პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ძმა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე რუსთაველიდან მსვლელობით მივიდნენ, რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.

აქციის მონაწილეებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლებამ მათი და მათი ოჯახის მიმართ უსამართლობა გამოიჩინა.

აქციის მონაწილეებს შორის არის ე.წ. ციანიდი საქმეზე გასამართლებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა.

თორნიკე მამალაძის თქმით, ის მოითხოვს დაისაჯოს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რადგან ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა დეკანოზ გიორგი მამალაძის გატაცებასა და უკანონოდ დაპატიმრებას.

„პირველ რიგში სოლიდარობას ვუცხადებ ამ ადამიანებს და მოვითხოვთ გოგაშვილის დასჯას.

გოგაშვილი არის უშუალოდ ერთ-ერთი მოქმედი პირი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით.  მოვითხოვთ გოგაშვილის დასჯას.

ერთ-ერთი ორგანიზატორი და მთავარი მოქმედი პირი იყო ჩემი ძმის გატაცებაში, მან უდანაშაულო პირი გაწირა 9 წლიანი პატიმრობისთვის“-ამბობს თორნიკე მამალაძე.

დღის ამბები