20 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
მეჩითოვის შეურაცხმყოფელი განცხადება - კახა კოჟორიძე 9 აპრილს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს უფასო საადვოკატო დახმარებას სთავაზობს

ფოტოგრაფ იური მეჩითოვის სკანდალური განცხადება 9 აპრილზე - იურისტი, კახა კოჟორიძე ტრაგიკულ დღეს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს ფოტოგრაფის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის საადვოკატო დახმარებას სთავაზობს.

იურისტი დარწმუნებულია, რომ მეჩითოვის განცხადებას 9 აპრილის ტრაგედიის მონაწილეები ემოციების გარეშე ვერ შეხვდებოდნენ და თუ ვინმე გადაწყვეტს ფოტოგრაფს სასამართლოში უჩივლოს, ის მზადაა დახმარება გაუწიოს.

„მე როგორც ადვოკატი ვთავაზობ ამ ადამიანებს უფასო საადვოკატო დახმარების გაწევას. იმედი მაქვს, რომ სხვა მოხალისე ადვოკატებიც გამოჩნდებიან. იმისთვის, რომ მსგავსი სურვილი არავის აღარასდროს მომავალში აღარ გაუჩნდეს, რომ ასე აბუჩად მოიხსენიოს და ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს 9 აპრილის ამბებში მონაწილე ადამიანებს, მე ვფიქრობ, ეს კარგი პრეცენდენტის შექმნა,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, იური მეჩითოვის განცხადებით 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მისული მშვიდობიანი მოქალაქეები რუს ოკუპანტებს ნიჩბებით არ მოუკლავთ.

მისი მტკიცებით, ადამიანები იმ ტრაგიკულ ღამეს უბრალოდ ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალნენ.

დღის ამბები