24 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეაში საიდუმლო სარაკეტო ბაზები აღმოაჩინეს

ჩრდილოეთ კორეაში საიდუმლო სარაკეტო ბაზები აღმოაჩინეს. ამერიკელი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ფხენიანს მსგავსი ოცამდე ობიექტი აქვს, 13 მათგანი კი თანამგზავრულ ფოტოებშიც გამოჩნდა.

ვაშინგტონის საერთაშორისო კვლევების სტრატეგიულ ცენტრში აცხადებენ, რომ რამდენიმე ობიექტზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც შეიმჩნევა, რაც ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური იარაღის პროგრამაზე მუშაობას განაგრძობს.

სამხედრო დანიშნულების ობიექტები ძირითადად მთიან რეგიონებშია განთავსებული. ამერიკელი სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საიდუმლო ბაზებს ფხენიანი სხვადასხვა რადიუსზე მოქმედი რაკეტების შესანახად იყენებდეს.

დღის ამბები