25 აპრილი 2024,   19:54
ვრცლად
მარველის კომიქსების სამყაროს შემქმნელი სტენ ლი გარდაიცვალა

ჰოლივუდი სტენ ლის ემშვიდობება. მარველის კომიქსების სამყაროს შემქმნელი ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრში გვიან ღამით 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ბოლო წლებში მას ერთდროულად რამდენიმე დაავადება აწუხებდა, მათ შორის პნევმონია და მხედველობის პრობლემები. მიუხედავად ამისა მარველის სამყაროს დამაარსებელი სუპერ გმირების შექმნაზე მუშაობას აგრძელებდა.

მისი ბოლო პერსონაჟები ტორი, ჰალკი, რკინის კაცი იყვნენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ავტორი მხედველობის დაკარგვას განიცდიდა, რადგან ვერ ხატავდა, თუმცა მონოლოგებს გმირებისთვის მაინც წერდა.

სად და როდის დაკრძალავენ სტენ ლის ამ დროისთვის უცნობია. მის სახლთან და ვარსკვლავთან თაყვანისმცემლებს ყვავილები მიაქვთ.

დღის ამბები