15 დეკემბერი 2018,   07:22
ვრცლად
"ჭადრები მოჭრეს იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის სურათი კარგად არ ჩანდა" - იმერეთის მოსახლეობის უმეტესობას ივანიშვილის დაპირების აღარ სჯერა

„6 წელი კაცისთვის არაფერი გაუკეთებია და ახლა დაასტაბილურებს?... 6 წელში ვერ დაალაგა და ერთ წელში მოსე ხომ არ არის, წყალში გავიდეს? ვერ გავა, არ მჯერა,“ - იმერეთის მოსახლეობას ქართული ოცნებისა და მისი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, დაპირებების აღარ სჯერა.

ადგილობრივები ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ლარის დევალვაციის შედეგად პროდუქტებისა და საწვავის ფასი გაიზარდა.

„ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდა ეს მთავრობა მშვიდობიანად უნდა წავიდეს და ისეთი უნდა მოვიდეს, ვინც ხალხისთვის იქნება. ეგენი პოლიტიკოსები არ არიან. ივანიშვილი პოლიტიკოსია? ის არის ფულის მკეთებელი კაცი,“ - აცხადებს იმერეთის მოსახლეობა.

ერთ-ერთი მოქალაქის აზრით კი, ლარის კურსი ტყუილების გამო იცვლება. მოსახლეობის მცირე ნაწილს ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვს.

იმერეთის მცხოვრებლების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვება ქვეყანაში უკეთეს ცვლილებს გამოიწვევს.

იმერეთის მოსახლეობის თქმით, ტყობულში ჭადრები იმიტომ გადაჭრეს, რომ სალომე ზურაბიშვილის ბანერი კარგად გამოჩენილიყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები