15 დეკემბერი 2018,   07:24
ვრცლად
„ძალიან გვიჭირს, გაუსაძლისია ცხოვრება“ - ქვემო ქართლის მცხოვრებლები ლარის გაუფასურებაზე საუბრობენ

ქვემო ქართლის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც არჩევანის ჟურნალისტმა გამოკითხა, უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობს.

ადგილობრივების თქმით, ლარის გაუფასურებამ პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მოსახლეობის განცხადებით, ახლა ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულდათ, ვიდრე წლების წინ.

ადგილობრივების ნაწილის თქმით, გაჭირვების მიუხედავად, მხარს სახელისფლებო კანდიდატს დაუჭერენ. მოსახლეობის ნაწილი კი რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

„ძალიან გვიჭირს, გაუსაძლისია ცხოვრება,“ - აცხადებს ქვემო ქართლის მოსახლეობის ნაწილი.

აზერბაიჯანელებით დასახლებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩართულ კამერასთან საუბარი არ სურთ, ისინი თავიანთ აზრს მხოლოდ გამორთული კამერის მიღმა აფიქსირებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები