24 აპრილი 2024,   04:49
ვრცლად
ყალბი გვერდი ენმ-ს სახელით და გენდერული ნიშნით შექმნილი ვიდეორგოლი - არასამთავრობოებს კითხვები უჩნდებათ

"ფეისბუქში" "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა გაერთიანების ყალბი გვერდი დარეგისტრირდა. სხვადასხვა პოსტების გარდა აქ აიტვირთა პარტიის სარეკლამო რგოლი, რომელშიც საუბარი იყო გენდერული ნიშნით პრეზიდენტობის კანდიდატზე, სალომე ზურაბიშვილზე. ეს ვიდეო მალევე წაიშალა გვერდიდან, თუმცა მასში ნათქვამი იყო, რომ "საქართველოს არ უნდა ჰყავდეს ქალი პრეზიდენტი."

სამოქალაქო სექტორს კითხვის ნიშნები უჩნდება, რადგან ასეთი ყალბი გვერდის შექმნა ემთხვევა არასამთავრობოების შეხვედრას სალომე ზურაბიშვილთან, რა დროსაც ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაინტერესდნენ, ხომ არ ხდებოდა კანდიდატის შეურაცხყოფა გენდერული ნიშნით. სალომე ზურაბიშვილმა კი სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის დროს ასეთი ფაქტი ვერ გაიხსენა.

"შეხვედრაზე ქალბატონმა სალომემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი კონკრეტული მაგალითი, როდესაც მასზე საჯაროდ, როგორც ქალზე, მიტანილი იქნა იერიში პოლიტიკური დებატების ან დისკუსიის ფარგლებში. აღნიშნულმა გვერდმა თითქოსდა "ნაციონალური მოძრაობის" სახლით წარმოადგინა ვიდეო, სადაც ხაზს უსვამს იმას, რომ არ შეიძლება ქალი იყოს პრეზიდენტი. ბუნებრივია ჩვენ ამას სერიოზულად არ აღვიქვამთ როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას და ცხადია, რომ ეს არის ფეიკ გვერდი,"-აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

დღის ამბები