16 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
მერიის მიერ სარალიძის პირადი ინფორმაციის გასაჯაროება და ანონიმური მუქარები - უფლებადამცველები პროკურატურას მიმართავენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე მუქარის შემცველი განცხადებების ავტორების დადგენას პროკურატურისგან ითხოვს.

შვილმოკლული მამა ბოლო დღეების განმავლობაში "ფეისბუქზე" არაერთი მუქარის შეტყობინებას იღებს.

ადვოკატის განცხადებით, მნიშვნელოვანია მომხდარზე საგამოძიებო უწყების მხრიდან, რაც შეიძლება დროული რეაგირება იმისთვის, რომ სარალიძის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

უფლებადამცველი ამ ფონზე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მერიის მიერ ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებასთან დაკავშირებით და ამას კანონდარღვევად აფასებს. მერიაში კი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური შეცდომა იყო.

"ძალიან ბევრი განაცხადი და საჩივარი მაქვს შეტანილი, არაფერზე რეაგირება არ ყოფილა. მაგრამ უცილებლად საჩივარს შევიტან, თუ ესენი არ მოახდენენ რეაგირებას სტრასბურგის სასამართლოს მივმართავ,"-ამბობს ზაზა სარალიძე.

თბილისის მერიამ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციისა და პარლამენტთან ნაძვის ხის განთავსების შესახებ განმარტებასთან ერთად, ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემები გაავრცელა.

საუბარია, სარალიძის მიერ თბილისის მერისთვის მიწერილ წერილზე, რომელშიც სარალიძე კალაძეს აცნობებს, რომ 31 დეკემბრამდე აგრძელებს პარლამენტთან საპროტესტო აქციას და კარვის დადგმის უფლებას ითხოვს. ეს წერილი გაასაჯაროვა სწორედ მერიამ განმარტების დროს, სადაც ჩანს სარალიძის საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი.

დღის ამბები