24 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
ხორავას ქუჩის დადგენილების პროექტზე "ევროპული საქართველო" იურიდიულ კომიტეტს მსჯელობის დაწყებას სთხოვს

„ევროპული საქართველო“ იურიდიული კომიტეტისგან კიდევ ერთხელ მოითხოვს მსჯელობის დაწყებას ხორავას ქუჩის დადგენილების პროექტზე. ინიციატივას დეპუტატები დღეს დააყენებენ და პროცედურების დაჩქარებას მოითხოვენ.

მათი თქმით, უმრავლესობა ამ პროცესს შეგნებულად, პოლიტიკური მოტივებით აჭიანურებს, რადგან არ სურს ყოფილ მაღალჩინოსნებს შოთაძესა და ფხაკაძეს პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

„დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ხორავას საქმეზე ჩადენილ მკვლელობაში მხილებული პირის მიმართ ბრალის წარდგენას, რომელიც ითვალისწინებს შს სამინისტროსთვის და პროკურატურისთვის მოთხოვნას გადადგას შესაბამისი ნაბიჯები“-ამბობს ოთარ კახიძე.

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ ვადა დადგენილების პროექტის განხილვის შეზღუდული არაა.

„ცრუობს ბატონი კახიძე. არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება ბიუროზე, რომ დაჩქარებულად ყოფილიყო განხილვა,“-ამბობს ბესელია.

 

დღის ამბები