25 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
არჩევნების პირველი ტური, ადმინისტრაციული რესურსი და თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე - ევროპელი დეპუტატები რეზოლუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს - ამის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს დღეს უყრიან.

რამდენიმე საათში გაირკვევა, შევა თუ არა დოკუმენტში ბოლო შესწორებები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება.

ერთ-ერთი შესწორება ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორზე თავდასხმასაც უკავშირდება.

„ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციამ უკვე გამოთქვა შეშფოთება საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე სიტყვიერი თავდასხმის გამო,“-ამბობს ევროპარლამენტის დეპუტატი  ლაიმა ანდრიკიენი.

ევროპარლამენტარი კრისტიან პრედა კი ამბობს, რომ მოსახლეობას არ აქვს წვდომა ობიექტურ ინფორმაციაზე, მისი თქმით ხელისუფლება აკონტროლებს მედიის ნაწილს. 

"თბილისსა და კიშინოვში გარკვეულ დონეზე ისმის ევროპული მოწოდებები, თუმცა თუ შევხედავთ არჩევნებს დავინახავთ, რომ მოსახლეობას არ აქვს სათანადო წვდომა ინფორმაციაზე. პოლიტიკოსები გარკვეულწილად აკონტროლებენ  მედიას, არსებობს სასამართლო სისტემის პოლიტიზირების მაგალითები,"-ამბობს პრედა.

დღის ამბები