24 აპრილი 2024,   04:52
ვრცლად
გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარედება - Edison Research

Edison Research-მა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოსახლეობის დამოკიდებულება შეისწავლა და გამოიკითხა მათი აზრი, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა. გავლენიანმა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ კვლევა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.

გამოიკითხა 2 ათასი მოქალაქე. გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა, შედეგები ასე გადანაწილდა:

არასწორი 73%;

სწორი 17%;

არ ვიცი/არ ვპასუხობ 10%.

ამავე თემაზე
დღის ამბები