20 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

საქალაქო სასამართლოში თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს ბრალდების გამომძიებელი გამოიკითხა. მოწმემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს მკვლელობას არასრულწლოვანი შვილი შეესწრო.

თაკო გამრეკელაშვილი 13 აპრილს მოკლეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა ელოდება.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოხდა იმ გამომძიებლის დაკითხვა, რომელმაც უშუალოდ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და მოახდინა დამატებითი დათვალიერება. ამ პირის მიერ არის დაკითხული არასრულწლოვანი მოწმე. ის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც არის გარდაცვლილის შვილი. გამომძიებლის დაკითხვით დადგინდა, თუ რა ვითარებაში შეესწრო მცირეწლოვანი ბავშვი გარდაცვლილის მკვლელობას,“ - განაცხადა პროკურორმა, გიორგი შაიშმელაშვილმა.

ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის, თამაზ მაგლაქველიძის მტკიცებით კი, მცირეწლოვანი ბავშვი დედის გარდაცვალების ფაქტს არ შესწრებია.

 

 

დღის ამბები