25 აპრილი 2024,   05:42
ვრცლად
შეხვედრა თელავში მხარდამჭერებთან და გაცემული დავალებები - „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების თარიღი წინასწარ იყო ცნობილი

„ქართლი ოცნებისთვის“ არჩევნების თარიღი წინასწარ იყო ცნობილი. ივანიშვილის გუნდის წევრები თელავში გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ არჩევნები 28 ნოემბერს გაიმართება.

შეხვედრა, რომლის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერიც არსებობს, თელავის თეატრში 11 ნოემბერს შედგა.

„მოგიწოდებთ სუყველას ყველა ჩემს ახლობელს, ყველა ჩემს მეგობარს , ძმას დას, რომ 28-ში საბოლოოდ უნდა ვუთხრათ "ნაციონალურ მოძრაობას" უარი"-მიმართავს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი შეკრებილებს.

საიდან იცოდნენ „ქართლი ოცნების“ ლიდერებმა, რომ არჩევნები 28 ნოემბერს იქნება, მაშინ როდესაც ცესკოს ამ დრომდე არ დაუსახელებია თარიღი. ამ თემაზე განმარტებები “ქართულ ოცნებაში“ არ კეთდება.

დღის ამბები