19 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
ოპოზიციაც დემოკრატიის ნაწილია... თუ ამომრჩევლები გადაწყვეტენ, ოპოზიცია მოვა ქვეყნის სათავეში, - ევროპარლამენტის დეპუტატი რებეკა ჰარმსი

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას - ევროპარლამენტი, საქართველოსთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთში რეზოლუციას კენჭს უყრის.

ევროპარლამენტის დეპუტატის ანდრეის მამიკინსის ანგარიშის საბოლოო ტექსტი 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა და პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა სწორედ ამასთან დაკავშირებით გაიმართება. 

რეზოლუციაში საუბარია იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ფარგლებში გააჩნია, ასევე პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის არის ბრძოლა ელიტარულ კორუფციასთან.

ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან, რებეკა ჰარმსი ამბობს, რომ ოლიგარქიასა და პოლიტიკას შორის კავშირი უნდა გაწყდეს საქართველოში. 

„უკრაინამ მოლდოვამ და საქართველომ უნდა გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი დემოკრატიული განვითრებისთვის. კავშირი ოლიგარქიასა და პოლიტიკას შორის უნდა გაწყდეს. სამივე ქვეყანაში ვუპირისპირდებით ოლიგარქების გადამეტებულ პირდაპირ გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, პარტიებსა და მედიაზე. ეს დემოკრატიისთვის კარგი არ არის. კორუფციასთან ბრძოლა შეუძლებელია თუ ამგვარი ვითარება გაგრძელდება. გარდა ამისა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და თავისუფალი მედია ასევე არის მთავარი პირობა კორუფციასთან საბრძოლველად. რაც შეეხება არჩევნებს, წინასწარ ვერ შევაფასებ შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთ პრობლემას რომელსაც საქართველოში ვხედავ, არის ის რომ, ძალიან მწვავეა დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორს. ოპოზიციაც დემოკრატიის ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამომრჩევლები გადაწყვეტენ, ოპოზიცია მოვა ქვეყნის სათავეში,“ - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

 

 

 

დღის ამბები