20 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
"მოხსენით თქვენი კანდიდატი, ხომ იცით რომ არაფერი არ გამოვა" - პაატა ბურჭულაძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს

„ფაქტიურად, საქართველომ უკვე აირჩია თავისი პრეზიდენტი, ამას უბრალოდ გაფორმება სჭირდება და პრეზიდენტი გვიზის აქ, ბატონი გრიგოლ ვაშაძე,“ - ეს განცხადება, მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ გააკეთა.

გორში პაატა ბურჭულაძემ ამომრჩეველს მიმართა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ბურჭულაძე აცხადებს, რომ 6 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ" ხალხის ნდობა დაკარგა.

„როგორ მოახერხა ამ მავნებელმა მთავრობამ, როგორ მოახერხა ამ 6 წლის განმავლობაში ამხელა ნდობა დაკარგა. როგორ მოახერხა, რომ მილიონამდე ადამიანი გაიქცა საქართველოდან. როგორ მოახერხა, რომ აღორძინებული ეკონომიკა გააჩერა და უკან დახია. როგორ მოახერხა რომ ამდენი გაღარიბებული ადამიანია საქართველოში. როგორ მოახერხა, რომ შიმშილობს 150 ათასი ბავშვი ჩვენს ქვეყანაში, როგორ მოახერხა, რომ გადაიმტერა პოლიცია და ჯარი,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ყველა ჭკვიანი ადამიანი გვერდიდან ჩამოიშორა, რადგან მას მხოლოდ „მონები“ სჭირდება. 

„მე მინდა ვთხოვო „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, მოხსენით თქვენი კანდიდატურა, ხომ იცით რომ არაფერი  არ გამოვა. რატომ ხარჯავთ ამდენ ფულს ქართველი კაცის ნების წინააღმდეგ. მოდით ფონდ იავნანაში და დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მსოფლიო ბანი აცხადებს, რომ ეს არის მთავრობის არჩევნები, რომელმაც საზოგადოების ნდობა დაკარგა.

დღის ამბები