25 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
"თქვენც კაი ბევრ ფულს ხარჯავდით, ოღონდ ეს იყო კრიმინალით მოპოვებული ფული" - თალაკვაძე ენმ-ს მიმართავს

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბიზნესებს აყაჩაღებდით, რევოლვერით ადექით თავზე და ისე აკეთებდით ჩრდილოვანი ფულით ბევრ საქმეებს - ამ განცხადებით, ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მიმართა.

თალაკვაძის ეს განცხადება პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა. როგორც ცნობილია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები არ აპირებენ ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი დაუჭირონ.

ოპოზიცია მმართველ გუნდს კორუფციაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის ფულს მიზანმიმართულად არ ხარჯავს, რაც მოქალაქეებს აზარალებს.

თალაკვაძე კი ამბობს, რომ წინა ხელისუფლება არ მოქმედებდა კანონი ფარგლებში და ის ბიზნესისთვის წართმეულს ფულს სად მიმართავდა არავინ იცის.

„ბიზნესმენებს, რომ  10 000 ლარიან სახლებს 100 000-ს და ნახევარ მილიონად აყიდინებდით და მერე სად მიმართავდით და როგორი იკეთებდით საქმეებს ამ ფულით  ნუ დაგავიწყდებათ. თქვენც კაი ბევრ ფულს ხარჯავდით,ოღონდ ეს იყო  კრიმინალით მოპოვებული ფული, ეს იყო დანაშაულებრივი გზით მობილიზებული ფული,”-განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები