25 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული ნაბიჯია - ბახტაძე

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. განცხადება მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

პრემიერის თქმით, თითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი აქვს არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული ნაბიჯია.

„სამარცხვინოდ შეფასდა პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებული ბინძური და შეურაცხმყოფელი კამპანია. ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, შესაბამისად, რევანშისტების გამარჯვება ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც ერთობლივად შევძელით და რასაც ევროპარლამენტი ასე პოზიტიურად აფასებს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი გვაქვს პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები