19 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
„შეიძლება საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც შესაძლებელია ФСБ დავალებები შეასრულებინოს" - ნუკრი ქანთარია

„შეიძლება საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც შესაძლებელია მიაკითხოს ФСБ-მ და დავალებები შეასრულებინოს ნებით ან იძულებით“- ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის  სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.

მან გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი რუსეთთან კავშირში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის მთლიანად რუსული მენტალობის მატარებელია.

„დღეს ხდება ძალიან კარგი რამ, ის რაც ყოველთვის ხშირად მომხდარა ქართველი ერის ძნელბედობის ჟამს და დღესაც საქართველოს საზოგადოების  უდიდესი ნაწილი აცხადებს მობილიზაციას. გადადო გვერდზე წყენაც პრეტენზიაც და ირაზმება იმისთვის, რომ არ დაუშვას აი იმ სასტიკი რეჟიმის წარმომადგენლის, თქვენი მეთაურის სააკაშვილის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფის გაპრეზიდენტება. ერთი რამ არის შეურაცხმყოფელი,  რომ დღეს ალტერნატივა ასე დგას და ვდგავართ იმ სასტიკი „ნაციონალური მოძრაობის“  რეანიმაციის წინ, რომელიც საფრთხის მატარებელიც არის და ეს ერთი უბედურებაა და მეორე უბედურებაა თავად ის კანდიდატი, რომელსაც თქვენ მხარს უჭერთ, რომელიც არის პირწავარდნილი რუსული მენტალობის ჩინოვნიკი  მაგრამ არა ამიტომ, რომ მას დოსტოევსკი უყვარს და ჩეხოვი, ამაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით ძალიან კარგია. არც იმას ვამბობ, რომ ის რუსეთში რატომ სწავლობდა რატომ მუშაობდა. მაგრამ ეს ადამიანი გახლდათ 82 წლიდან 90 წლამდე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკადრო ჩინოვნიკი,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ის ახალქალაქში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მმართველი გუნდის დეპუტატის განცხადებით, ეს იყო პროვოკაცია ენზელ მკოიანის წინააღმდეგ, რომელსაც „ამხანაგი ვაშაძე სწორედ КГБ-ს ხელწერით აწარმოებდა.“ 

დღის ამბები