20 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
"დღეს ცესკოს შენობა საერთოდ არ დამიტოვებია, არ შევხვედრილვარ" - თამარ ჟვანია შუშის სასახლეში ივანიშვილთან აუდიენციას უარყოფს

ცესკოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას არ ადასტურებს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სააგენტო 20/20 ნიუსმა გაავრცელა, რომელიც წერდა, რომ შეხვედრა ივანიშვილსა და ჟვანიას შორის შუშის სასახლეში მიმდინარეობდა და ის არჩევნების თარიღს ეხებოდა. 

არჩევნების თარიღი კი საარჩევნო კომისია დღის პირველ საათზე უნდა გამოეცხადებინა თუმცა, სხდომა საღამოს შვიდ საათამდე გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.

თამარ ჟვანია კი ამტკიცებს, რომ მას ცესკოს შენობა დღეს საერთოდ არ დაუტოვებია და ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ერთხელ 2013 წელს შეხვდა.

„მე დღეს ცესკოში დილას მოვედი, მას მერე მე ვარ ამ ადმინისტრაციულ შენობაში. საერთოდ არ დამიტოვებია შენობა ვინაიდან მქონდა სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, სამუშაო ვითარება, სამუშაო შეხვედრები. ზუსტად  იმ დროს როდესაც ეს მცდარი ინფორმაცია გავრცელდა  მედიასაშუალებით, რომ თითქოს მე ვიმყოფებოდი სხვაგან შეხვედრაზე , ამ დროს ზუსტად ჩემს სამუშაო ოთახში ვხვდებოდი ცესკოს წევრს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დანიშნული კომისიის წევრს და ვსაუბრობდით და არ შევხვედრილვარ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მოგონილი მტკნარი სიცრუე. როდესაც მე ამირჩიეს ცესკოს თავმჯდომარედ 2013 წელს, მაშინ  ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და ერთადერთი და უკანასკნელი შეხვედრა რომელიც ჩვენს შორის შედგა იყო პრემიერ-მინისტრსა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის,“-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები