22 იანვარი 2019,   03:11
ვრცლად
„ალბათ, ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გაურთულებს" - ზურაბიშვილი 28 ნოემბერს არჩევნების შესაძლო ჩატარებაზე

„ეს, ალბათ, გაურთულებს ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას,“- ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს შესაძლო ჩატარებას.

„ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ოთხშაბათ დღეს არჩევნების გამართვა ემიგრანტებს პრობლემებს შეუქმნის. გარდა ამისა სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა.

„მისაღები თუ არა მისაღები, ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს არის ცესკო-სა და კანონზე, როგორც მე მესმის. როცა გამოცხადებული იქნება დავების დასრულების დღე, იმის მერე ორ კვირაში, თუ ეს დღეს არის, მაშინ ორ კვირაში იქნება. მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ ეს, ალბათ, გაურთულებს ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მე პირადად ბევრი ვიმუშავე, რომ დავუკავშირდე დიასპორებს და გავაგებინო, რამდენი ხანია, რაც მე ვმუშაობ ამ ორმაგ მოქალაქეობაზე და ვთვლი, რომ დიასპორა უფრო აქტიური უნდა იყოს,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები