25 აპრილი 2024,   04:37
ვრცლად
ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია ქართველმა ხალხმა აირჩიოს ადამიანი, რომელიც რუსეთს უკავშირდება და მისი ყოფილი მოქალაქეა - რუმინელი ევროპარლამენტარი ვაშაძეზე 

ევროპარლამენტის რუმინელმა დეპუტატმა ვიქტორ ბოშტინარუმ გუშინ ევროპარლამენტის სესიაზე გაკეთებული განცხადება დღეს “კურიერთან“ გაიმეორა.

ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ყოფილი ელჩი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატია პრეზიდენტობის შესაფერისი ვერ იქნება.

„პირველად საქართველოში ვიმყოფებოდი 1986 წელს. მაშინ მეგობრებს სასტუმრო ივერიაში შევხვდი და ვთქვით გაუმარჯოს საქართველოსა და რუმინეთის მეგობრობასო. საბჭოთა კავშირსა და რუმინეთის მეგობრობას კი არა, საქართველოსა და რუმინეთის მეგობრობასო.

თქვენს დამოუკიდებლობას და იდენტობას ღრმად აქვს ფესვი გამჯდარი საზოგადოების ცნობიერებაში. საქართველო ყოველთვის იცავდა თავის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წელს თქვენმა დიდმა მეზობელმა გადაწყვიტა ემოგზაურა საქართველოში ტანკებით და თბილისამდე მოვიდა, ამ მოგზაურობის შემდეგ კი თქვენი ორი რეგიონი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მას ოკუპირებული აქვს.

ასე რომ ჩემთვის როგორც საქართველოს მეგობრისთვის რთული წარმოსადგენია, რომ დღეს ქართველმა ხალხმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით აირჩიოს პრეზიდენტად ადამიანი, რომელიც რუსეთს უკავშირდება და მისი ყოფილი მოქალაქეა“-ამბობს ბოშტინარუ.

ვიქტორ ბოშტინარუ ცნობილია პრორუსული განწყობებით, ის რუმინეთის კომუნისტური პარტიის წევრი იყო.

დღის ამბები