23 აპრილი 2024,   23:23
ვრცლად
„ბატონო რომან, ვცდილობ, პირადი შეურაცხყოფა არ მოგაყენოთ, თორემ ხომ ხართ დარწმუნებული, რომ კარგად გამომივა" - ფინანსთა მინისტრი გოცირიძეს 

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპონენტებს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი დაუპირისპირდა. მის გამოსვლას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა, მინისტრმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომ პირად შეურაცხყოფას თავი დაანებონ.

„ჩემ მიერ პროექტ „check in”-ის „ექსპერიმენტის“ ხსენებამ ის პოლიტიკური ძალა გააღიზიანა, რომელიც წლების განმავლობაში ახალი ქართველის გამოყვანის ექსპერიმენტით იყო დაკავებული. “სიტყვა “ექსპერიმენტის“ ხსენების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ამასთან დაკავშირებით არის უმძიმესი მემკვიდრეობა,“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს კამათის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ნუ შევდივართ, არასაჭირო კამათია,  დავანებოთ თავი ამ შეძახილებს და მოვუსმინოთ, მინისტრი დგას ტრიბუნაზე,“- განაცხადა ვოლსკიმ.

ივანე მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რომან გოცირიძეს მიმართა, რომ შეურაცხყოფის მიყენებისგან თავი შეეკავებინა.

„ბატონო რომან, მე ვცდილობ, რომ თქვენ პირადი შეურაცხყოფა არ მოგაყენოთ, თორემ ხომ ხართ დარწმუნებული, რომ კარგად გამომივა ეგ ამბავი, იძლევით საკმაოდ ბევრ საბაბს, ამიტომ მოზომოთ რა,“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები