25 აპრილი 2024,   01:25
ვრცლად
"მე არ განმიმარტავს ასე ცალსახად"- თამარ ჟვანია უარყოფს, რომ არჩევნების მეორე ტურის დღედ კვირა დღე დაასახელა

ცესკო სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტურის თარიღს დღის ბოლომდე დაასახელებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება. უნდა ჩანიშნულიყო თუ არა არჩევნების მეორე ტური კვირა დღეს, ამაზე თამარ ჟვანია განმარტებებს აკეთებს. პირველი ტურის დასრულების შემდეგ მან სწორედ კვირა დღე დაასახელა, თუმცა მან დღეს აღნიშნული უარყო.

„მე არ განმიმარტავს ასე ცალსახად, მე ვთქვი, რომ კვირა დღეს წერია პირველ ტურზე, ასეთი განმარტება არ გამიკეთებია. ასე ცალსახად კვირა დღე არის მითითებული  კანონმდებლობაში არჩევნების პირველი ტურის თარიღთან დაკავშირებით . ეს კვირა დღე ნამდვილად წერია და ჩაწერილია კანონმდებლობაში. თუმცა მეორე ტურზე პირდაპირი ტექსტი არის როგორც კონსტიტუციაში, ისე კოდექსში.  არ მითქვამს მე მასეთი რამ“,"-განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

პირველი ტურის დასრულების შემდეგ კი თამარ ჟვანია იმ პროცედურებს განმარტავდა, რომლის მიხედვითაც უნდა დანიშნულიყო მეორე ტური და ის აქცენტს სწორედ კვირა დღეზე აკეთებდა.

„მეორე ტურის გამართვას აქვს თავისი პროცედურები, რაც გახლავთ ის რომ იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო დავები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ცხადია გარკვეული საჩივრები, ძირითადად პროცედურული და დისციპლინალურ საკითხებთან დაკავშირებით, მათი განხილვის მაქსიმალურ ვადების შემთხვევაში ეს არის არჩევნების შედეგების შეჯამება 20 დღის ვადაში. და საბოლოო შემაჯამებელი ოქმიდან, ანუ 20 დღის შემდგომ, ორი კვირის ვადაში  უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რაც გახლავთ ამავდროულად კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი,“- განაცხადა  თამარ ჟვანიამ პირველი ტურის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე

ამავე თემაზე
დღის ამბები