11 დეკემბერი 2018,   23:13
ვრცლად
ვინც დაიწყო ამის დამკვიდრება, რომ ყველა ვინც დგას ჩემგან განსხვავებულ პოზიციაზე არის ქვეყნის მოღალატე, საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო - გედევან ფოფხაძე

„ვინც დაიწყო ეს ტენდენცია და ამის დამკვიდრება, რომ ყველა ვინც დგას ჩემგან განსხვავებულ პოზიციაზე და ჩემთვის მიუღებელ პოზიციაზე, არის ქვეყნის მოღალატე, იმან ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა საქართველო,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა.

პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის პოლიტიკური ურთიერთბრალდებები ისმოდა.   

„ვინც დაიწყო ეს ტენდენცია და ამის დამკვიდრება, რომ ყველა ვინც დგას ჩემგან განსხვავებულ პოზიციაზე და ჩემთვის მიუღებელ პოზიციაზე, არის ქვეყნის მოღალატე, იმან ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა საქართველო და მეორე, რაც ამას მოჰყვა, იყო, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი საფრთხის მატარებელი ფაქტორი, ეს იყო შეწყალების ინსტიტუტის ბოროტად გამოყენების დეკლარაცია, რომ მე შეწყალების ინსტიტუტს გამოვიყენებ როგორც პოლიტიკურ მექანიზმს, ჩემი თანამოაზრეების გათავისუფლებისათვის,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

  

დღის ამბები