25 აპრილი 2024,   00:18
ვრცლად
"მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია „რუსთავი 2-ს“, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი" - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისებს მიმართავს. მმართველი გუნდის წარმომადგენელი მათ მოუწოდებს, „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ უფასო და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინონ, რომელიც პირველი ტურის შედეგ ტელეკომპანიის ეთერით ისევ გადის.

მდინარაძის განცხადებით, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, რადგან ამ დრომდე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი დაზუსტებული არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური ჯერ დანიშნული არ არის, „რუსთავი 2-მა“ საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით უკვე რამდენიმე დღეა, განათავსა „ნაცმოძრაობის“ ფასიანი და უფასო სარეკლამო რგოლები თავის ეთერში. მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია „რუსთავი 2-ს“, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონის მოთხოვნები. ჩვენ მივმართავთ ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მოვუწოდებ მათ, რეაგირებისკენ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები