25 აპრილი 2024,   20:07
ვრცლად
ცესკოს გადაწყვეტილება - არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცნობილია. არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს - ოთხშაბათ დღეს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიამ რამდენიმე წუთის გამოაცხადა.

ოპოზიციამ სხდომაზე თარიღის გადადება მოითხოვა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 

ოპოზიცია არჩევნების შუა კვირაში დანიშვნას აპროტესტებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა მიზანმიმართულად ხდება, რადგან სამუშაო დღეს ხალხი ვერ შეძლებს რაიონებში ჩასვლას, უცხოეთში მცხოვრებლები კი სამუშაოს საათების გაცდენას. 

”ქართული ოცნების” წევრის თქმით კი, არ არსებობს არანაირი პოლიტიკური დაინტერესება თუ რომელ დღეს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, 28 ნოემბერი, ოთხშაბათი დასვენების დღედ გამოცხადდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები