19 აპრილი 2024,   23:46
ვრცლად
შეტევა შვილმოკლულ მამებზე - სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა ზაზა სარალიძის წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყეს

სამართლიანობის აღდგენისთვის მებრძოლი შვილმოკლული მამების წინააღმდეგ აგრესიული კამპანია სოციალურ ქსელში დაიწყო.  ქალი, რომელიც ზაზა სარალიძეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება, სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერი თეა გადაბაძეა.

მისი ოჯახი „ქართული ოცნების“ თითქმის ყველა მხარდამჭერ შეკრებას ესწრება. თუმცა ეს არ ყოფილა გადაბაძის ერთადერთი განცხადება სოციალურ ქსელში, სადაც ის შვილმოკლული მამას ემუქრება.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების შეტევა ზაზა სარალიძეზე საპრეზიდენტო არჩევნებს წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ქალი, რომელიც ფოტოზე ზურაბიშვილთან ერთად ჩანს, ეთერ ჯართმენაძეა. ის შვილმოკლულ მამას რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის გამო აკრიტიკებს.

ეთერ ჯანთმელიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების პარალელურად წერს, რომ სარალიძე პროტესტით ვაჭრობს, რის გამოც მას რუსთაველის გამზირი ძალის გამოყენებით უნდა დაატოვებინონ. ეთერ ჯანმთელიძე, „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილი აქტიურ მხარდამჭერია. 

შვილმოკლული მამა ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“  სამართლიანობის აღდგენისთვის მებრძოლი ადამიანების დისკრედიტაცია სოციალურ ქსელში დაწყებული გადაწყვიტა.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ზაზა სარალიძე ოპოზიციის აქტივისტად გამოაცხადა, სოციალურ ქსელში მომხმარებელთა ნაწილი შვილმოკლულ მამას ადანაშაულებს, რომ ოჯახის ტრაგედიით ის პოლიტიკურად ვაჭრობს.

ისევე როგორც ყოველთვის, შვილმოკლულ მამებს ხელისუფლებისთვის სათქმელი დღესაც ერთი აქვთ - თუ თემირლან მაჩალიკაშვილის და დათუნა სარალიძის მკვლელებს მთავრობა ხელს დააფარებს, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების გადაბარება მოუწევს.

ზაზა სარალიძეზე განხორციელებული მუქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო . სარალიძე ხვალ პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული. აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ელისო კილაძე ფიქრობს, რომ გამოძიების დაწყება ფორმალობაა და ხელისუფლება მუქარის ფაქტებს არ გამოიძიებს, რადგან ყველა განცხადების უკან თავად დგას. 

დღის ამბები