18 აპრილი 2024,   15:29
ვრცლად
ბოშტინარუს და „ქართული ოცნების“ ბრალდებები გრიგოლ ვაშაძის მისამართით - განცხადებას მწვავე პასუხი მოჰყვა

რუმინელმა დეპუტატმა „კურიერთან“ ევროპარლამენტის სესიაზე გაკეთებული განცხადება განმარტა, ვიქტორ ბოშტინარუმ სხდომაზე გუშინ გრიგოლ ვაშაძე რუს დიპლომატად მოიხსენია. დეპუტატი ამბობს, რომ მტკიცებულებები ვაშაძის და რუსეთის კავშირის შესახებ არ აქვს და მხოლოდ ის იცის, რომ 30 წლის წინ გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

რუმინელმა ევროპარლამენტარმა გრიგოლ ვაშაძის შესახებ განცხადება სესიაზე გუშინ გააკეთა, რასაც მისივე კოლეგების მწვავე პასუხი მოჰყვა. ივანიშვილის პარტიის სატელიტი პოლიტიკოსი "ევროპის სახალხო პარტიამ" საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

ბრალდების ადრესატის თანაგუნდელები რუმინელი დეპუტატის განცხადებას ბრალდებითვე პასუხობენ. გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ვიქტორ ბოშტინარუ ყოფილი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელია, რომელიც ევროპარლამენტში ხშირად სწორედ რუსულ ინტერესებს ატარებს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ რუმინელმა დეპუტატმა ამჯერადაც რუსეთის და ”ქართული ოცნების” დაკვეთა შეასრულა, პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის დისკრედიტაციის მიზნით.

კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრის ერთი განცხადება პრემიერმაც და პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმაც ევროპარლამენტარების პოზიციად ჩათვალეს, თუმცა მთელი სხდომის განმავლობაში ვაშაძის შესახებ განცხადება მხოლოდ ბოშტინარუმ გააკეთა.

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ სხვა ოპოზიციურ პარტიებში ევროპარლამენტარ ვიქტორ ბოშტინარუს გამოსვლას არასერიოზულს უწოდებენ.

„ქართულ ოცნების” ლიდერები გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს საბჭოთა დიპლომატად მოიხსენიებენ და დარწმუნებულები არიან, რომ გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორედ ამ ნიშნით გამოარჩია.

"ქართულ ოცნებასა" და რუმინელ დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა უპასუხა. მიხეილ სააკაშვილის აზრით, მმართველი გუნდი კრიზისშია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები