24 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
თბილისში დაკავებული რუსი ჰაკერის საქმე და კავშირი პუტინთან - იაროსლავ სუმბაევი საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

რუსი ჰაკერის საქმე და კავშირი ვლადიმერ პუტინთან - იაროსლავ სუმბაევის არ გამორიცხავს, რომ თბილისში დაკავებული რუსი ჰაკერის საქმე პუტინისთან დაახლოებული პირის ვლადიმერ იაკუნინის შვილის მიერ დიდი ოდენობით თანხის მიტაცებას უკავშირდებოდეს. რუსი ჰაკერის უფლებადამცველი აცხადებს, რომ სუმბაევს რუსი გამომძიებლის, მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა კიბერდანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ სწორედ ჰაკერული გზით რუსეთის რკინიგზის საიტზე შესვლის დროს, საიდანაც ის თანხას იპარავდა აღმოაჩინა, რომ ანალოგიურ დანაშაულს თუმცა გაცილებით დიდი მასშტაბებით იაკუნინის შვილი ჩადიოდა. ამის შესახებ კი მან სწორედ ევგენია შიშკინას შეატყობინა. ამ ფაქტიდან მალევე გამომძიებელი მოკლეს  მკვლელობის დამკვეთად კი იაროსლავ სუმბაევი დასახელდა. რუსი ჰაკერი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარს სთხოვს. 

დღის ამბები