20 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
აფეთქება ფონიჭალაში - ჩამოვარდნილი სამშენებლო ფილის ქვეშ, სავარაუდოდ, დედა-შვილია მოყოლილი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფონიჭალაში აფეთქებული კორპუსის მე-2 სართულზე ფილაა ჩავარდნილი, რომლის ქვეშაც, სავარაუდოდ, დედა-შვილია მოყოლილი.

სამართალდამცველების თქმით, ისინი დედა-შვილს ეძებენ და მათ მოსაძებნად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია 4 ადამიანი. განხორციელდა სადარბაზოს ევაკუაცია.

ფონიჭალაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგაც მრავალსართულიანი კოპუსი ნაწილობრივ დაინგრა. აფეთქება შენობის მესამე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები