11 დეკემბერი 2018,   23:16
ვრცლად
დადასტურებაა იმის, რომ სალომე საერთოდ არ წარმოადგენს თვითონ არაფერს და მას ბიძინა აკონტროლებს - ხარშილაძე ზურაბიშვილის სარეკლამო ბილბორდებზე საუბრობს

„პირდაპირი დადასტურებაა იმის, რომ სალომე საერთოდ არ წარმოადგენს თვითონ არაფერს და მას ბიძინა აკონტროლებს როგორც უნდა,“ - ასე აფასებს საქართველოს "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად „ოცნების“ ლიდერების ფოტოების განთავსებას.

ხარშილაძის თქმით, უთავმოყვარეობაზე მეტყველებს ეს ფაქტი, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატს სხვა პირები ანაცვლებენ.

მისთვის გაუგებარია, რატომ დათანხმდა სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის მხრიდან წამოსულ შეთავაზებას.

„ეს უკვე აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის ხანდახან მახინჯური, ხანდახან სასაცილო და ხშირად ორივე ერთად ფინდებია, რომელიც ახლა ხალხში გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევს. ამაზე ფულის ხარჯვას სჯობია ის დანაპირები შეასრულოთ - პენსიები მოუმატოთ ხალხს და სოციალურად გაჭირვებულებს შეეხიდოთ, რა მილიონებსაც ხარჯავთ ამ სულელურ რეკლამაში ქართული ოცნება,“ - განაცხადა ხარშილაძემ.

წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები დღეს დილიდან გაჩნდა. ზოგიერთ ბილბორდზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა ბანერზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული.

დღის ამბები