15 დეკემბერი 2018,   07:22
ვრცლად
"არ მინდა დავიჯერო, რომ ჰააგის სასამართლოში, საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს ისე დაიცვას ჩვენი ინტერესები, როგორც ქვეყანას ეკადრება"- ნონა წოწორია

ნონა წოწორიამ იმ საქმეებზე საუბრობს, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგი განიხილავს. მოსამართლე, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა, როგორც ეროვნული მოსამართლე სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში ამბობს, რომ 1723 საქმიდან, სადაც რუსეთის მოქალაქეები უჩივიან საქართველოს, სტრასბურგმა 9 გამოყო. მისი თქმით ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბოლო შეკითხვების რაუნდი. სწორედ აქ ხედავს შესაძლებლობას ნონა წოწორია რომ მოხდეს სტრასბურგისა და ჰააგას სასამართლოების კვეთა შეკითხვების თემატიკიდან და ფორმულირებიდან გამომდინარე.

„ეს არის ზოგადი კითხვები, რომელსაც სასამართლო სვამს. ამასობაში  კიდევ სვამს დამატებით კითხვებს ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით. აქ სასამართლო ახსენებს რამდენიმე ლოკაციას ცხინვალში. ეს ლოკაციებია მაგალითად #5 სკოლა, #6 სკოლა და არის ასევე შანხაის უბანი ცხინვალში და ყველაზე მთავარი, ერთ-ერთი საქმე ეხება რუსი სამშვიდობოს მკვლელობას. ეს ის თემაა, რომელიც პირდაპირ  იურისდიქციაში შედის ჰააგის სასამართლოსთან. თუ ჰააგის სასამართლოში საქმე წარუმატებლად განვითარდა და საქართველოს ხელისუფლება იტყვის, რომ  მე ვერ ვიძიებ ამას იმიტომ, რომ ჰააგის სასამართლოს გადავეცი, რა გამოდის რომ ეს სასამართლო დაელოდება ჰააგის გადაწყვეტილებას და პარალელურად ჰააგაში საქმის წარუმატებლად დამთავრებასთან ერთად, ეს საქმეებიც წარუმატებლად დამთავრდება. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს ისე დაიცვას საქართველოს  ინტერესები როგორც ქვეყანას ეკადრება და როგორც ქართველ სამხედროებს და იმ გმირებს ეკადრებათ რომლებიც ომში დაიღუპნენ,“-განაცხადა ნონა წოწორიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები