25 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
ქიმიური ნივთიერებების ტერმინალის შესაძლო მშენებლობა - ბათუმის ნავსადგურში შესაძლოა საპროტესტო აქციები დაიწყოს 

ბათუმის ნავსადგურში შესაძლოა საპროტესტო აქციები დაიწყოს. თანამშრომელთა უკმაყოფილების მიზეზი მე-7 ნავმისადგომზე გოგირდისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების ტერმინალის შესაძლო მშენებლობაა.

ამის შესახებ განცხადება დღეს პორტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ამირან მიქელაძემ რამდენიმე თანამშრომელთან ერთად გააკეთა.

ამირან მიქელაძე ამბობს, რომ ქიმიური ტერმინალი ქალაქისთვის საშიშროებას წარმოადგენს, რის გამოც, ნავსადგურის თანამშრომლები მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.

გარდა ამისა მელიქიძის თქმით, ტერმინალის განთავსება პორტში მუშახელის შემცირებას გამოიწვევს.

პორტის პროფკავშირები ხელისუფლებას სიფხიზლისკენ, მოქალაქეებს კი მხარდაჭერისა და აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

ტერმინალის მშენებლობის გადაწყვეტილების შემთხვევაში ამ დღეებში ისინი აქციების დაწყებას აანონსებენ.

დღის ამბები