19 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
პანკისის ხეობის "საფრთხედ" მონიშვნა მსოფლიო რუკაზე - ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა კვლევა 

რამ განაპირობა პანკისის ხეობის "საფრთხედ" მონიშვნა მსოფლიო რუკაზე - "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა" კვლევის პრეზენტაცია გამართა.

კვლევაში ყურადღება იმ ისტორიულ, რელიგიურ და პოლიტიკურ პროცესებზეა გამახვილებული, რის გამოც პანკისის ხეობა გლობალური და ადგილობრივი პოლიტიკის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

კვლევის ძირითადი მიზანი იმ ჩარჩოების გარღვევაა, რომელიც საზოგადოებას აიძულებს პანკისელებს მუდმივად ეჭვის თვალით უყუროს.

„კვლევა იწყება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით, როგორც შესავლით, რომელმაც ჩვენ ყველაზე ნათლად დაგვანახა სწორედ ასეთ რეპრესიაზე და სოციალურ კონტროლზე ორიენტირებული სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგი და ის მთავრდება ვახა მაჩალიკაშვილის მანიფესტით, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ამდენი დღის განმავლობაში, ამდენი დღეების და თვეების განმავლობაში მისი ბრძოლა მაინც არ არის აღიარებული ფორმალური პოლიტიკის, ინტელექტუალური წრეების მიერ და ასე ვთქვათ, ეს საკითხი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში ვერ აღმოჩნდა“- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე

დღის ამბები