20 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
რაც მოვისმინეთ თეა წულუკიანისგან, ეს არის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები - ზაალ უდუმაშვილი 

თეა წულუკიანი გადადგომის მოთხოვნით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა მეომრებთან ერთად იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს. ოპოზიცია თეა წულუკიანის განცხადებებს, სადაც წულუკიანი ამბობს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს, ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.  

„ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ თეა წულუკიანისგან, ეს არის მოღალატეობრივი  და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები. ეს არის დამნაშავე ხელისუფლება. ზოგადად,  მთელი წინასაარჩევნო კამპანია ქართულმა ოცნებამ“ აქცია თვით ილუსტრაციად, ყველამ გამოაჩინა თავისი სახე, მთლიანად ხელისუფლებამ და მათ შორის წულუკიანმაც, რომელმაც გუშინ გააკეთა მართლაც მოღალატეობრივი განცხადებები. მე მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ არც ერთი ჩვენი ჯარისკაცი არ მოხვდება საბრალდებო სკამზე და ამას გადაწყვეტს არა თეა წულუკიანი, არა ბიძინა ივანიშვილი და არა მათი მოღალატე საპრეზიდენტო კანდიდატი, არამედ გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მეორე ტურში მისცემს იმ კანდიდატს ხმას, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები